სვანური ლაზური მეგრული ენების გადარჩენის ფონდი ProCredit Bank code220101929 № 360801011700105 განათლების ცენტრი "კოლხიდა" სვანური ლაზური მეგრული ენები

k

Вставить в body

Постоянные читатели

Технологии Blogger.
понедельник, 27 декабря 2010 г.
ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობათა ენების შესახებ
სტრასბურგი, 2. X. 1992
პრეამბულა

ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები,
ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის
მიღწევა, კერძოდ, იმ იდეალებისა და პრინციპების დაცვისა და რეალიზაციის მიზნით, რომლებიც
წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას;
ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის ისტორიული რეგიონალური თუ უმცირესობათა ენების დაცვა,
რომელთაგანაც ზოგიერთს საბოლოო გაქრობა ემუქრება, ხელს უწყობს ევროპის კულტურული
სიმდიდრისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას;
ითვალისწინებენ რა, რომ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონალური ან უმცირესობის
ენის გამოყენება წარმოადგენს ხელშეუხებელ უფლებას, რომელიც შეესაბამება სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების საერთაშორისო პაქტით
გათვალისწინებულ პრინციპებს და ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებებათა დაცვის კონვენციის სულისკვეთებას;
მხედველობაში იღბენ რა ეუთოს მიერ შესრულებულ სამუშაოს, კერძოდ კი 1957 წლის ჰელსინკის
დასკვნით აქტსა და 1990 წლის კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტს;
ხაზს უსვამენ რა კულტურული ურთიერთობებისა და მრავალენოვნების ღირებულებას და
ითვალისწინებენ რა იმას, რომ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების დაცვამ და წახალისებამ
ზიანი არ უნდა მიაყენოს ოფიციალურ ენებსა და მათი შესწავლის აუცილებლობას;
აცნობიერებენ რა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში რეგიონალური ან
უმცირესობათა ენების დაცვა და მათთვის ხელის შეწყობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს
დემკრატიისა და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის
მშენებლობისათვის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში;
მხედველობაში იღებენ რა სპეციფიკურ პირობებსა და ისტორიულ ტრადიციებს ევროპული
სახელმწიფოების სხვადასხვა რეგიონებში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1 - განსაზღვრებები

ამ ქარტიის მიზნებისათვის:
ა) "რეგიონალური ან უმცირესობათა ენები" ნიშნავს ენებს, რომლებიც:
ი. ტრადიციულად გამოიყენებიან სახელმწიფოს შესაბამის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს
მოქალაქეების მიერ, რომლებიც რიცხობრივად უფრო პატარა ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე ამ
სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა; და
იი. განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენისაგან (ენებისაგან);
იგი არ მოიცავს სახელმწიფოს ოფიციალური ენის დიალექტებსა და არც მიგრანტების ენებს;
ბ) "ტერიტორია, რომელზედაც გამოიყენება რეგიონალური ან უმცირესობის ენა" ნიშნავს
გეოგრაფიულ რაიონს, სადაც აღნიშნული ენა გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს იმ რაოდენობის
ხალხისათვის, რომ ამ ქარტიით გათვალისწინებული სხვადასხვა დამცავი და ხელშემწყობი ზომების
მიღება გამართლებული იყოს;
გ) "არა-ტერიტორიული ენები" ნიშნავს სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ გამოყენებულ ენებს,
რომლებიც განსხვავდებიან სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობის მიერ გამოყენებული ენის ან
ენებისაგან, მაგრამ რომლებიც, თუმცა ტრადიციულად გამოიყენებიან სახელმწიფოს ტერიტორიაზე,
ვერ გაიგივდებიან რომელიმე კონკრეტულ რაიონთან.
მუხლი 2 - ვალდებულებანი
1. თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიყენოს II ნაწილის დებულებები მის ტერიტორიაზე
გამოყენებული ყველა რეგიონული ან უმცირესობის ენის მიმართ, რომელიც აკმაყოფილებს 1-ლ
მუხლში მოცემულ განსაზღვრებას.
2. თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს, მე-3 მუხლის თანახმად რატიფიკაციის, მიღების ან
დამტკიცების დროს განსაზღვრული თითოეული ენის მიმართ გამოიყენოს ქარტიის III ნაწილიდან
შერჩეული არანაკლებ ოცდათხუთმეტი პუნქტი ან ქვე-პუნქტი, რომელთა შორის არჩეული უნდა
იყოს მე-8 და მე-12 მუხლებიდან არანაკლებ სამ-სამი პუნქტი და მე-9, მე-10, მე-11 და მე-13
მუხლების თითო პუნქტი მაინც.
მუხლი 3 - პრაქტიკული ღონისძიებები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელში
განსაზღვრავს თითოეულ რეგიონალურ ან უმცირესობის ენას ან ოფიციალურ ენას, რომელიც მთელს
მის ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილში ნაკლებად არის გამოყენებული და რომელთა
მიმართაც მოხდება მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შერჩეული პუნქტების გამოყენება.
2. ნებისმიერ მხარეს, მოგვიანებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეატყობინოს გენერალურ მდივანს,
რომ იგი იღებს ქარტიის ნებისმიერი პუნქტის დებულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს,
რომლებიც არ არიან განსაზღვრულნი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელში, ან იგი
გამოიყენებს წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტს სხვა რეგიონალურ ან უმცირესობათა ან სხვა
ოფიციალური ენების მიმართ, რომლებიც ნაკლებად გამოიყენებიან მის მთელს ტერიტორიაზე ან
ტერიტორიის ნაწილში.
3. წინა პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები განიხილება რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების
შემადგენელ ნაწილად და აქვს იგივე იურიდიული ძალა შეტყობინების გაგზავნის თარიღიდან.
მუხლი 4 - დაცვის არსებული რეჟიმები
1. არაფერი, გათვალისწინებული ამ ქარტიით, შეიძლება ახსნა-განმარტებული იქნას იმგვარად, რომ
იზღუდებოდეს, ან ირღვეოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი
რომელიმე უფლება.
2. ამ ქარტიის დებულებები ზეგავლენას არ მოახდენენ უფრო ხელსაყრელ დებულებებზე,
რომლებიც ეხებიან რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სტატუსს ან უმცირესობებისადმი
კუთვნილი პირების სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ხელშემკვრელ
სახელმწიფოში ან უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო
შეთანხმებებით.
მუხლი 5 - არსებული ვალდებულებანი
არაფერი, გათვალისწინებული ამ ქარტიით, შეიძლება ახსნა-განმარტებული იქნას იმგვარად, რომ
იძლეოდ;ეს რაიმე საქმიანობაში ჩართვის ან რაიმე საქმიანობის განხორციელების უფლებას, რაც
წინააღმდეგობაში იქნება გაერთიანებული ერების ქარტიის მიზნებთან ან საერთაშორისო სამართლით
დადგენილ სხვა ვალდებულებებთან, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის პრინციპის ჩათვლით.
მუხლი 6 - ინფორმაცია
მხარეები ვალდებულებას იღებენ ზედამხედველობა გაუწიონ, რომ შესაბამისი ხელისუფლების
ორგანოები, ორგანიზაციები და პირები ინფორმირებულნი იყვნენ ამ ქარტიით დადგენილი
უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
ნაწილი II
მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი
მიზნები და პრინციპები
მუხლი 7 - მიზნები და პრინციპები
1. რეგიონალური ან უმცირესობათა ენების მიმართ, იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც ასეთ ენებს
იყენებენ და თითოეული ენის მდგომარეობის შესაბამისად, მხარეები თავიანთ პოლიტიკას,
კანონმდებლობასა და პრაქტიკულ საქმიანობას ააგებენ შემდეგ მიზნებსა და პრინციპებზე
დაყრდნობით:
ა) რეგიონალური ან უმცირესობათა ენების აღიარება კულტურული სიმდიდრის გამოხატულებად;
ბ) თითოეული რეგიონალური ან უმცირესობის ენის გეოგრაფიული არეალის პატივისცემა იმის
უზრუნველსაყოფად, რომ არსებული ან ახალი ადმინისტრაციული დაყოფა დაბრკოლებას არ
წარმოადგენდეს შესაბამისი რეგიონალური ან უმცირესობის ენის ხელშეწყობისათვის;
გ) რეგიონალური ან უმცირესობათა ენების ხელშესაწყობად გადამჭრელი მოქმედების
აუცილებლობის აღიარება, მათი დაცვის მიზნით;
დ) ზეპირი და წერილობითი ფორმით, საჯაროდ და პირად ცხოვრებაში რეგიონალური ან
უმცირესობათა ენების გამოყენების ხელშეწყობა და/ან წახალისება;
ე) ქარტიით მოცულ სფეროებში რეგიონულ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკე ჯგუფებსა და
სახელმწიფოში იმავე ან მსგავს ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებს შორის კავშირის შენარჩუნება და
განვითარება, ისევე, როგორც კულტურული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოში სხვა
ჯგუფებთან, რომლებიც იყენებენ განსხვავებულ ენებს;
ვ) შესაბამისი ფორმებისა და საშუალებების უზრუნველყოფა ყველა შესაბამის საფეხურზე
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სწავლებისა და შესწავლისათვის;
ზ) რეგიონალური ან უმცირესობის ენის შესასწავლად პირობების შექმნა იმ რაიონში მოცხოვრები
პირებისათვის, სადაც გამოიყენება შესაბამისი ენა, თუკი შესაბამისი პირები ვერ საუბრობენ ამ ენაზე
და აქვთ მისი შესწავლის სურვილი;
თ) უნივერსიტეტებსა ან ანალოგიურ ინსტიტუტებში რეგიონალური ან უმცირესობათა ენების
შესწავლისა და გამოკვლევის ხელშეწყობა;
ი) ამ ქარტიით მოცულ სფეროებში ტრანსნაციონალური გაცვლების შესაბამისი ფორმების
ხელშეწყობა, იმ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების ხელშესაწყობად, რომლებიც იდენტური ან
მსგავსი ფორმით გამოიყენებიან ორ ან მეტ სახელმწიფოში.
2. მხარეები ვალდებულებას იღებენ აღკვეთონ, თუ ჯერ არ აღუკვეთავთ, რეგიონალურ და
უმცირესობათა ენების მიმართ ნებისმიერი გაუმართლებელი გამორჩევა, გამორიცხვა, შეზღუდვა ან
უპირატესობის მინიჭება, რომელიც მიზნად ისახავს ამ ენების დაცვისა და განვითარებისათვის ხელის
შეშლას ან საფრთხეში ჩაგდებას. რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სასარგებლოდ
სპეციალური ზომების მიღება, რომლებიც მიზნად ისახავენ ამ ენებზე მოლაპარაკეთა და დანარჩენ
მოსახლეობას შორის თანასწორობის ხელშეწყობას ან რომლებიც სათანადოდ იღებენ მხედველობაში
ამ ენების განსაკუთრებულ პირობებს, არ ჩაითვლება დისკრიმინაციის აქტად უფრო გავრცელებულ
ენებზე მოლაპარაკეთა მიმართ.
3. მხარეები ვალდებულებას იღებენ შესაბამისი ღონისძიებებით ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებას
ქვეყნის ყველა ლინგვისტურ ჯგუფს შორის და კერძოდ, თავიანთ ქვეყნებში უზრუნველყოფილი
განათლებისა და პროფესიული მომზადების მიზნებს შორის ჩართონ რეგიონალური და
უმცირესობათა ენების მიმართ პატივისცემა, გაგება და ტოლერანტული დამოკიდებულება და ასევე
წაახალისონ მასმედია იმავე მიზნების დასახვისათვის.
4. რეგიონალური ან უმცირესობათა ენების მიმართ ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრისას, მხარეები
მხედველობაში მიიღებენ ამ ენებზე მოლაპარაკე ჯგუფების საჭიროებებსა და მათ მიერ გამოთქმულ
სურვილებს. წახალისდება მათ მიერ, აუცილებლობის შემთხვევაში, ისეთი ორგანოების შექმნა,
რომლებიც, ხელისუფლების ორგანოებს რჩევებს მისცემენ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებთან
დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
5. მხარეები ვალდებულებას იღებენ არატერიტორიული ენების მიმართ მუტატის მუტანდის
გამოიყენონ, ზემო 1 - 4 პუნქტებში მოცემული პრინციპები. ამასთან, ამ ენებთან მიმართებაში,
წინამდებარე ქარტიის ასამოქმედებლად მისაღები ზომების ხასიათი და მასშტაბი განისაზღვრება
მოქნილი წესით, აღნიშნულ ენებზე მოლაპარაკე ჯგუფების საჭიროებებისა და სურვილების
გათვალისწინებითა და მათი ტრადიციებისა და სპეციფიკური თავისებურებების პატივისცემით.
ნაწილი III
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით აღებული ვალდებულებების შესაბამისად რეგიონალური ან
უმცირესობათა ენების ხელშეწყობის ზომები
მუხლი 8 - განათლება
1. განათლების სფეროში მხარეები ვალდებულებას იღებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც ასეთი ენები
გამოიყენება, ამ ენათაგან თითოეულის მდგომარეობის გათვალისწინებით და სახელმწიფო ენის
(ენების) სწავლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე:
ა)
ი. ხელმისაწვდომი გახადონ სკოლამდელი განათლება შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა
ენებზე; ან
იი. ხელმისაწვდომი გახადონ სკოლამდელი განათლების არსებითი ნაწილი შესაბამის რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე; ან
იიი. გამოიყენონ ზემო ი და იი ქვე-პუნქტებით გათვალისწინებული ზომები იმ მოსწავლეთა მიმართ
მაინც, რომელთა ოჯახებიც ითხოვენ ამას და რომელთა რაოდენობაც საკმარისად ჩაითვლება; ან
ივ. თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს არა აქვთ პირდაპირი კომპეტენცია სკოლამდელი
განათლების სფეროში, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ი-დან იიი-მდე ქვე-პუნქტებით
გათვალისწინებული ზომების გამოყენება;
ბ)
ი. ხელმისაწვდომი გახადონ დაწყებითი განათლება შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა
ენებზე;
იი. ხელმისაწვდომი გახადონ დაწყებითი განათლების არსებითი ნაწილი შესაბამის რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე; ან
იიი. უზრუნველყონ შესაბამისი რეგიონალური ან უმცირესობის ენის დაწყებითი განათლების
პროგრამაში ჩართვა მეცადინეობათა განრიგის შემადგენელ ნაწილად; ან
ივ. გამოიყენონ ი-დან იიი-მდე ქვე-პუნქტებით გათვალისწინებული ზომებიდან ერთ-ე;რთი იმ
მოსწავლეთა მიმართ მაინც, რომელთა ოჯახებიც ითხოვენ ამას და რომელთა რაოდენობაც
საკმარისად ჩაითვლება;
გ)
ი. ხელმისაწვდომი გახადონ საშუალო განათლება შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე;
იი. ხელმისაწვდომი გახადონ საშუალო განათლების არსებითი ნაწილი შესაბამის რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე; ან
იიი. უზრუნველყონ შესაბამისი რეგიონალური ან უმცირესობის ენის საშუალო განათლების
პროგრამაში ჩართვა მეცადინეობათა განრიგის შემადგენელ ნაწილად; ან
ივ. გამოიყენონ ზემო ი-დან იიი-მდე ქვე-პუნქტებით გათვალისწინებული ზომებიდან ერთ-ერთი იმ
მოსწავლეთა მიმართ მაინც, რომლებიც, ან სათანადო შემთხვევებში, რომელთა ოჯახებიც ითხოვენ
ამას და რომელთა რაოდენობაც საკმარისად ჩაითვლება.
დ)
ი. ხელმისაწვდომი გახადონ ტექნიკური და პროფესიული განათლება შესაბამის რეგონალურ ან
უმცირესობათა ენებზე; ან
იი. ხელმისაწვდომი გახადონ ტექნიკური და პროფესიული განათლების არსებითი ნაწილი შესაბამის
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; ან
იიი. ტექნიკური და პროფესიული განათლების სფეროში უზრუნველყონ, რომ შესაბამისი
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სწავლება იყოს მეცადინეობათა განრიგის შემადგენელი
ნაწილი; ან
ივ. გამოიყენონ ზემო ი-დან იიი-მდე ქვე-პუნქტებით გათვალისწინებული ზომებიდან ერთ-ერთი იმ
მოსწავლეთა მიმართ მაინც, რომლებიც, ან სათანადო შემთხვევებში, რომელთა ოჯახებიც ითხოვენ
ამას და რომელთა რაოდენობაც საკმარისად ჩაითვლება.
ე)
ი. ხელმისაწვდომი გახადონ საუნივერსიტეტო და სხვა სახის უმაღლესი განათლება შესაბამის
რეგიონალურ თუ უმცირესობათა ენებზე; ან
იი. უზრუნველყონ საშუალებები ამ ენების შესასწავლად უნივერსიტეტის ან უმაღლესი განათლების
ერთ-ერთი საგნის ფორმით;
იიი. თუკი უმაღლესი განათლების ინსტიტუტების მიმართ სახელმწიფოს როლის მიზეზით ვერ
მოხერხდება ი და იი ქვე-პუნქტების განხორციელება, წაახალისონ და/ან ნება დართონ რეგიონალურ
ან უმცირესობათა ენებზე საუნივერსიტეტო და სხვა ფორმის უმაღლესი განათლების მიღების ან ამ
ენების საუნივერსიტეტო ან უმაღლესი განათლების საგნებად სწავლების შესაძლებობების
უზრუნველყოფას;
ვ)
ი. მიიღონ ზომები მოზრდილთათვის და განათლების გაგრძელებისათვის კურსების ჩასატარებლად,
რომლებშიც სწავლება მთლიანად ან ნაწილობრივ განხორციელდება რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე;
იი. უზრუნველყონ, რომ ასეთი ენები იყოს მოზრდილთა და განგრძობითი განათლების საგნები, ან;
იიი. თუ ხელისუფლების ორგანოებს პირდაპირი კომპეტენცია არა აქვთ მოზრდილთა განათლების
სფეროში, ხელი შეუწყონ და წაახალისონ, რომ ასეთი ენები წარმოადგენდნენ მოზრდილთა და
განგრძობითი განათლების დისციპლინებს.
ზ) მიიღონ ზომები, რომ უზრუნველყოფილი იქნას იმ ისტორიისა და კულტურის სწავლება,
რომელიც ასახულია რეგიონალურ ან უმცირესობის ენაში;
თ) უზრუნველყონ მასწავლებელთა ძირითადი და შემდგომი პროფესიული მომზადება, რაც
მოითხოვება იმ პუნქტების განსახორციელებლად, რომლებიც მიღებულნი არიან მხარის მიერ ა-დან
გ-მდე პუნქტებს შორის.
ი) შექმნან საზედამხედველო ორგანო ან ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სწავლების შემოღებისა და განვითარების სფეროში
მოღწეული პროგრესის მონიტორინგზე და მათ მიერ მოკვლეული შედეგების შესახებ პეროდული
მოხსენებების შედგენაზე, რომლებიც შემდგომში საჯაროდ გამოქვეყნდებიან.
2. რაც შეეხება განათლებას იმ ტერიტორიებზე, სადაც ტრადიციულად არ გამოიყენებიან
რეგიონალური ან უმცირესობათა ენები, მხარეები ვალდებულებას იღებენ ნება დართონ, წაახალისონ
ან უზრუნველყონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე ან ამ ენების სწავლება განათლების
ყველა შესაბამის საფეხურზე, თუ რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა
ამას ამართლებს.
მუხლი 9 - სასამართლო ორგანოები
1. მხარეები ვალდებულებას იღებენ, იმ სასამართლო ოლქების მიმართ, სადაც მცხოვრებთა
რაოდენობა, რომლებიც იყენებენ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებს, ამართლებს ქვემოთ
განსაზღვრული ზომების მიღებას ამ ენათაგან თითოეულის მდგომარეობის შესაბამისად და იმ
პირობით, რომ წინამდებარე პუნქტით უზრუნველყოფილი შეღავათები მოსამართლის მიერ არ უნდა
განიხილებოდეს ისეთებად, რომლებიც აბრკოლებენ მართლმსაჯულების სათანადოდ
განხორციელებას:
ა) სისხლის სამართალწარმოებაში:
ი. უზრუნველყონ, რომ სასამართლოები ერთ-ერთი მხარის თხოვნით ახორციელებდნენ
სამართალწარმოებას რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; და/ან
იი. ბრალდებულისათვის უზრუნველყონ მისი რეგიონალური ან უმცირესობის ენის გამოყენების
უფლება; და/ან
იიი. უზრუნველყონ, რომ წერილობითი თუ ზეპირი თხოვნები და მტკიცებულებები არ
განიხილებოდნენ მიუღებლად მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ ისინი ფორმულირებულნი არიან
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენაზე; და/ან
ივ. თხოვნის საფუძველზე აწარმოონ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები
შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე, აუცილებლობის შემთხვევაში, თარჯიმანთა და
მთარგმნელთა გამოყენებით შესაბამის პირებზე ზედმეტი ხარჯების დაკისრების გარეშე;
ბ) სამოქალაქო სამართალწარმოებაში:
ი. უზრუნველყონ, რომ სასამართლოები ერთ-ერთი მხარის თხოვნით ახორციელებდნენ
სამართალწარმოებას რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; და/ან
იი. ნება დართონ, რომ სამართალწარმოების მონაწილის სასამართლოში პირადად გამოცხადებისას,
მას შეეძლოს მისი რეგიონალური ან უმცირესობის ენის გამოყენება მისთვის დამატებითი ხარჯების
დაკისრების გარეშე; და/ან
იიი. ნება დართონ, რომ მოხდეს დოკუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოება რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე, აუცილებლობის შემთხვევაში თარჯიმანთა და მთარგმნელთა გამოყენებით;
გ) ადმინისტრაციულ საკითხებზე სამართალწარმოებაში:
ი. უზრუნველყონ, რომ სასამ;ართლოებმა ერთ-ერთი მხარის თხოვნით განახორციელონ
სამართალწარმოება რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; და/ან
იი. ნება დართონ, რომ სამართალწარმოების მონაწილის სასამართლოში პირადად გამოცხადებისას
მას შეეძლოს მისი რეგიონალური ან უმცირესობის ენის გამოყენება მისთვის დამატებითი ხარჯების
დაკისრების გარეშე; და/ან
იიი. ნება დართონ, რომ მოხდეს დოკუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოება რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე, აუცილებლობის შემთხვევაში, თარჯიმანთა და მთარგმნელთა გამოყენებით;
დ) გადადგან ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ, რომ ზემო ა და ბ პუნქტების ი და იიი ქვეპუნქტებისა
და თარჯიმანთა და მთარგმნელთა ნებისმიერ აუცილებელ გამოყენებას შედეგად არ
მოჰყვეს დამატებითი ხარჯების დაკისრება შესაბამის პირებზე.
2. მხარეები ვალდებულებას იღებენ:
ა) არ უარყონ სახელმწიფოში მომზადებულ სასამართლო დოკუმენტთა იურიდიული ძალა მხოლოდ
იმის გამო, რომ, ისინი შედგენილნი არიან რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე; ან
ბ) მხარეებმა თავიანთ შორის ურთიერთობებში არ უარყონ მომზადებულ სასამართლო დოკუმენტთა
იურიდიული ძალა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი შედგენილნი არიან რეგიონალურ ან
უმცირესობის ენაზე და უზრუნველყონ, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს მესამე მხარეთა
წინააღმდეგ, რომლებიც არ იყენებენ ამ ენებს, იმ პირობით, რომ დოკუმენტების შინაარსი უნდა
გაეცნოთ მათ იმ პირების მიერ, რომლებიც მოიხმობენ ამ დოკუმენტს; ან
გ) მხარეებმა თავიანთ შორის ურთიერთობებში არ უარყონ ქვეყანაში მომზადებულ სასამართლო
დოკუმენტთა იურიდიული ძალა, მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ ისინი შედგენილნი არიან
რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე.
3. მხარეები ვალდებულებას იღებენ ხელმისაწვდომი გახადონ რეგიონალურ ან უმცირესობათა
ენებზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკანონმდებლო ტექსტები და კერძოდ, ისინი,
რომლებიც ეხებიან ამ ენებზე მოლაპარაკეებს, თუკი ამ ტექსტების მიერ სხვა რამ არ არის
დადგენილი.
მუხლი 10 - ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოები და სახელმწიფო სამსახურები
1. სახელმწიფოს იმ ადმინისტრაციულ რაიონებში, სადაც ცხოვრობს რეგიონალური ან უმცირესობების
ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობის ისეთი საკმარისი რაოდენობა, რომელიც ამართლებს ქვემოთ
განსაზღვრული ზომების მიღებას, და თითოეული ენის მდგომარეობის გათვალისწინებით, მხარეები
ვალდებულებას იღებენ, იმ ზომით, რითაც ეს ობიექტურად შესაძლებელი იქნება:
ა)
ი. უზრუნველყონ, რომ ხელისუფლების ადმინისტრაციულმა ერთეულებმა გამოიყენონ რეგიონალური
ან უმცირესობების ენები; ან
იი. უზრუნველყონ, რომ ამ ორგანოთა მოხელეებმა, რომლებიც კონტაქტში შედიან
საზოგადოებასთან, გამოიყენონ რეგიონალური ან უმცირესობათა ენები იმ პირებთან ურთიერთობებში,
რომლებიც მიმართავენ მათ ამ ენებზე; ან
იიი. უზრუნველყონ, რომ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს შეძლოთ
წერილობითი ან ზეპირი მიმართვების წარდგენა და ამ ენებზე შედგენილი პასუხების მიღება;
ივ. უზრუნველყონ, რომ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს შეეძლოთ ამ
ენებზე შედგენილი წერილობითი ან ზეპირი მიმართვების წარდგენა; ან
ვ. უზრუნველყონ, რომ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს შეეძლოთ ამ ენებზე
შედგენილი დოკუმენტის წარდგენა დადგენილი წესით;
ბ) ხელმისაწვდომი გახადონ ფართოდ გამოყენებული ადმინისტრაციული ტექსტები და ფორმები
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე ან ორენოვანი ვერსიებით;
გ) ნება დართონ ხელისუფლების ადმინისტრაციულ ორგანოებს შეადგინონ დოკუმენტები
რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე.
2. ხელისუფლების იმ ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოთა მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც
მოსახლეობის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ისეთია, რომ
ამართლებს ქვემოთ განსაზღვრული ზომების მიღებას, მხარეები ვალდებულებას იღებენ ნება
დართონ და/ან წაახალისონ:
ა) რეგიონალურ ან უმცირესობათა ენების გამოყენება ხელისუფლების რეგიონალური ან
ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის ფარგლებში;
ბ) რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეთა შესაძლებლობა წარადგინონ ამ ენებზე
შედგენილი ზეპირი ან წერილობითი მიმართვები;
გ) ხელისუფლების რეგიონალური ორგანოების მიერ მათი ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნება
შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზეც;
დ) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ მათი ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნება
შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზეც;
ე) ხელისუფლების რეგიონალური ორგანოების მიერ მათ შეკრებებზე გამართული განხილვებისას
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენება, ამასთან, სახელმწიფოს ოფიციალური ენის
(ენების) გამოყენების გამორიცხვის გარეშე;
ვ) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ მათ შეკრებებზე გამართული განხილვებისას
რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენება, ამასთან, სახელმწიფოს ოფიციალური ენის
(ენების) გამოყენების გამორიცხვის გარეშე;
ზ) აუცილებლობის შემთხვევაში, ოფიციალურ ენაზე (ენებზე) სახელებთან ერთად რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე ადგილების სახელწოდებათა ტრადიციული და სწორი ფორმების გამოყენება
და მიღება.
3. ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების ან მათი სახელით მოქმედი პირების მიერ
უზრუნველყოფილი სახელმწიფო სამსახურების მიმართ, მხარეები ვალდებულებას იღებენ, მათი
ტერიტორიის ფარგლებში, სადაც გამოიყენებიან რეგიონალური ან უმცირესობათა ენები, თითოეული
ენის მდგომარეობის შესაბამისად და იმ ზომით, რითაც ეს ობიექტურად შესაძლებელი იქნება:
ა) უზრუნველყონ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენება სამსახურის
უზრუნველყოფისას; ან
ბ) ნება დართონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს წარადგინონ თხოვნა და
მიიღონ პასუხი ამ ენებზე; ან
გ) ნება დართონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს წარადგინონ ამ ენებზე
შედგენილი თხოვნა.
4. 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებიდან მათ მიერ მიღებული დებულებების ასამოქმედებლად მხარეები
ვალდებულებას იღებენ მიიღონ შემდეგი ერთი ან მეტი ზომა:
ა) გადათარგმნა ან თარჯიმნობა, როდესაც ეს მოითხოვება;
ბ) სათანადო მოხელეთა დასაქმება სახელმწიფო სამსახურში და აუცილებლობის შემთხვევაში, მათი
და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული მომზადება;
გ) რეგიონალური ან უმცირესობის ენის მცოდნე სახელმწიფო სამსახურის მოხელეთა თხოვნების
მაქსიმალურად დაკმაყოფილება მათი იმ ტერიტორიაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც
გამოიყენება შესაბამისი ენა.
5. მხარეები ვალდებულებას იღებენ ნება დართონ გვარების გამოყენებასა და მიღებას რეგიონალურ
ან უმცირესობათა ენებზე, შესაბამისი პირების თხოვნის საფუძველზე.
მუხლი 11 - მასმედია
1. მხარები ვალდებულებას იღებენ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებისათვის, იმ
ტერიტორიებზე, სადაც გამოიყენება ეს ენები, თითოეული ენის მდგომარეობის შესაბამისად და იმ
ზომით, რითაც ხელისუფლების ორგანოები პირდაპირ ან არაპირდაპირ კომპეტენტურნი არიან და
აქვთ ამ სფეროში როლის შესრულების უფლებამოსილება, მასმედიის დამოუკიდებლობისა და
ავტონომიის პრინციპის პატივისცემით:
ა) იმ ზომით, რითაც რადიო და ტელევიზია ახორციელებენ სახელმწიფო სამსახურის ფუნქციებს:
ი. უზრუნველყონ თუნდაც ერთი რადიო სადგურისა და სატელევიზიო არხის შექმნა რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე; ან
იი. წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ თუნდაც ერთი რადიო სადგურისა და ერთი სატელევიზიო
არხის შექმნას რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; ან
იიი. სათანადოდ უზრუნველყონ, რომ ტელე-რადიო მაუწყებლობამ წარმოადგინოს პროგრამები
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე;
ბ)
ი. წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ თუნდაც ერთი რადიო სადგურისა და ერთი სატელევიზიო
არხის შექმნას რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე; ან
იი. წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ რადიო პროგრამების მაუწყებლობას რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე რეგულარულ საფუძველზე;
გ)
ი. წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ თუნდაც ერთი სარელევიზიო არხის შექმნას რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე;
იი. წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ სატელევიზიო პროგრამების მაუწყებლობას რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე რეგულარულ საფუძველზე;
დ) წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე აუდიო და
აუდიოვიზუალური ნაშრომების წარმოებას და დისტრიბუციას;
ე)
ი. წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე თუნდაც ერთი
გაზეთის შექმნას და/ან შენარჩუნებას; ან
იი. წაახალისონ და/ან ხელი შეუწყონ საგაზეთო სტატიების გამოქვეყნებას რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე რეგულარულ საფუძველზე;
ვ)
ი. დაფარონ იმ მასმედიის დამატებითი ხარჯები, რომლებიც იყენებენ რეგიონალურ ან უმცირესობათა
ენებს, როდესაც კანონით ზოგადად უზრუნველყოფილია მასმედიის ფინანსური დახმარება; ან
იი. გამოიყენონ ფინანსური დახმარების არსებული ზომები რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე
შექმნილი აუდიოვიზუალური ნაწარმოებების მიმართაც.
ზ) მხარი დაუჭირონ იმ ჟურნალისტთა და მასმედიის სხვა მოხელეთა პროფესიულ მომზადებას,
რომლებიც იყენებენ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებს.
2. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მეზობელი ქვეყნებიდან იმ ენაზე რადიო და
ტელემაუწყებლობის პირდაპირი მიღების თავისუფლება, რომელიც გამოიყენება რეგიონალური ან
უმცირესობის ენის იდენტური ან მსგავსი ფორმით და არ დააბრკოლონ რადიო და სატელევიზიო
მაუწყებლობის გადმოცემა მეზობელი ქვეყნებიდან ასეთ ენაზე. ამას გარდა, ისინი ვალდებულებას
იღებენ უზრუნველყონ, რომ შეზღუდვები არ იქნას დაწესებული გამოხატვის თავისუფლებაზე და
ბეჭდვითი პრესის მეშვეობით ინფორმაციის თავისუფალ ცირკულაციაზე იმ ენაზე, რომელიც
გამოიყენება რეგიონალური ან უმცირესობის ენის იდენტური ამ მსგავსი ფორმით. ზემოხსენებული
თავისუფლებების განხორციელება, იმის გამო, რომ იგი შეიცავს მოვალეობებსა და
პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან
სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულნი არიან კანონით და აუცილებელნი არიან დემოკრატიულ
საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უწესრიგობის ან დანაშაულის პრევენციისათვის,
ჯანმრთელობისა და მორალის და სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვისათვის,
კონფიდენციალურად მიღებული ინფორმციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ან სასამართლოს
ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.
3. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, რომ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე
მოლაპარაკეთა ინტერესები წარმოდგენილნი იქნან ან მხედველობაში იქნან მიღებულნი იმ
ორგანოების მიერ, რომლებიც შეიძლება შეიქმნან კანონის შესაბამისად მასმედიის თავისუფლებისა და
პლურალიზმის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 12 - კულტურული საქმიანობა და საშუალებები
1. კულტურული საქმიანობისა და ობიექტების, განსაკუთრებით, ბლიოთეკების, ვიდეოთეკების,
კულტურული ცენტრების, მუზეუმების, არქივების, აკადემიების, თეატრებისა და კინოთეატრების,
ისევე როგორც ლიტერატურული ნაწარმოებებისა და კინომატოგრაფიული პროდუქციის, ხალხური
შემოქმედების, ფესტივალებისა და კულტურის დარგების მიმართ, რომლებიც, ინტერ ალია, მოიცავენ
ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ იმ ტერიტორიებზე
სადაც გამოიყენებიან ასეთი ენები და იმ ზომით, რითაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები
კომპეტენტურნი არიან და აქვთ უფლებამოსილება ან ასრულებენ როლს ამ სფეროში:
ა) წაახალისონ რეგიონალური ან უმცირესობის ენისათვის დამახასიათებელი თვითგამოხატვის
საშუალებები და ინიციატივები და მხარი დაუჭირონ ამ ენებზე შექმნილი ნაწარმოებებისადმი
ხელმისაწვდომების სხვადასხვა საშუალებებს;
ბ) წაახალისონ რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე შექმნილი ნაშრომებისადმი
ხელმისაწვდომობა სხვა ენებში სათარგმანო, დუბლირების, პოსტ-სინქრონიზაციისა და
სუბტიტრირების საქმიანობისათვის დახმარების გაწევის გზით;
გ) წაახალისონ სხვა ენებზე შექმნილი ნაწარმოებებისადმი ხელმისაწვდომობა რეგიონალურ ან
უმცირესობათა ენებზე მთარგმნელობითი, დუბლირების, პოსტ-სინქრონიზაციისა და სუბტიტრირების
საქმიანობისათვის დახმარების გაწევის გზით;
დ) უზრუნველყონ, რომ სხვადასხვა სახის კულტურული საქმიანობის ორგანიზაციისა და
მხარდაჭერისათვის პასუხისმგებელმა ორგანოებმა დააწესონ შესაბამისი ანაზღაურება რეგიონალური
ან უმცირესობათა ენებისა და კულტურის ცოდნისა და გამოყენებისათვის იმ ღონისძიებებში,
რომლებსაც ისინი წამოიწყებენ ან რომლებისთვისაც ისინი უზრუნველყოფენ მხარდაჭერას;
ე) ხელი შეუწყონ იმ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავენ რომ, კულტურული საქმიანობის
ორგანიზაციისა და მხარდაჭერისათვის პასუხისმგებელ ორგანოებს ჰყავდეთ ისეთი პერსონალი,
რომელიც სრულად ფლობს შესაბამის რეგიონალურ ან უმცირესობის ენას, ისევე როგორც,
მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ენას (ენებს);
ვ) წაახალისონ რეგიონალური ან უმცირეობის ენაზე მოლაპარაკეთა წარმომადგენლის მონაწილეობა
კულტურული საქმიანობისათვის საშუალებების უზრუნველყოფაში და მათ დაგეგმვაში;
ზ) წაახალისონ და/ან მხარი დაუჭირონ ისეთი ორგანოს ან ორგანოების შექმნას, რომლებიც
პასუხისმგებელნი იქნებიან რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზე შექმნილი ნაწარმოებების
შეკრებაზე, ასლის შენახვასა და წარმოდგენაზე ან გამოქვეყნებაზე;
თ) აუცილებლობის შემთხვევაში, შექმნან და/ან ხელი შეუწყონ და დააფინანსონ მთარგმნელობითი
და ტერმინოლოგიის კვლევითი სამსახურები, კერძოდ იმ მიზნით, რომ შენარჩუნებული იქნას და
განვითარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული, კომერციული, ეკონომიკური, სოციალური, ტექნიკური ან
სამართლებრივი ტერმინოლოგია თითოეულ რეგიონალურ ან უმცირესობის ენაში.
2. იმ ტერიტორიების მიმართ, იმათ გარდა, სადაც ტრადიციულად გამოიყენებიან რეგიონალური ან
უმცირესობათა ენები, თუკი რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა ამას
ამართლებს, მხარეები ვალდებულებას იღებენ ნება დართონ, წაახალისონ და/ან უზრუნველყონ
შესაბამისი კულტურული საქმიანობა და საშუალებები წინა პუნქტის შესაბამისად.
3. მხარეები ვალდებულებას იღებენ კულტურის სფეროში მათი პოლიტიკის საზღვარგარეთ
განხორციელებისას, სათანდო ყურადღება მიაქციონ რეგიონალურ და უმცირესობათა ენებს და იმ
კულტურას, რომლის გამოხატულებაც ისინი არიან.
მუხლი 13 - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება
1. ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის მიმართ, მხარეები ვალდებულებას იღებენ, მთელი
ქვეყნის მასშტაბით:
ა) აღმოფხვრან მათი კანონმდებლობიდან ნებისმიერი დებულება, რომელიც გასამართლებელი
მიზეზების გარეშე კრძალავს ან ზღუდავს რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენებას
დოკუმენტებში, რომლებიც ეხებიან ეკონომიკურ ან სოციალურ ცხოვრებას, კერძოდ შრომით
კონტრაქტებს, და ასევე, ტექნიკურ დოკუმენტებში, ისეთებში როგორიცაა პროდუქტების ან
აღჭურვილობის გამოყენების ინსტრუქციები;
ბ) აკრძალონ კომპანიათა შიდა რეგულაციებსა და კერძო დოკუმენტებში ისეთი დებულებების
ჩართვა, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ რეგიონალურ ან უმცირესობების ენათა გამოყენებას,
სულ მცირე ამ ენაზე მოლაპარაკეებს შორის;
გ) არ დაუშვან ისეთი პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ან უმცირესობათა ენების
გამოყენების შეფერხებას ეკონომიკურ ან სოციალურ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) ხელი შეუწყონ და/ან წაახალისონ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების გამოყენება სხვა
საშუალებებით, რომლებიც გათვალისწინებულნი არ არიან ზემო ქვე-პუნქტებით.
2. ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის მიმართ, მხარეები ვალდებულებას იღებენ, იმ ზომით,
რითაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები კომპეტენტურნი არიან, იმ ტერიტორიებზე, სადაც
გამოიყენებიან რეგიონალური ან უმცირესობათა ენები და იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად
მიზანშეწონილია:
ა) ჩართონ მათ საფინანსო და საბანკო რეგულაციებში დებულებები, რომლებიც კომერციულ
პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი პროცედურების საშუალებით, დართავენ ნებას რეგიონალური
ან უმცირესობათა ენების გამოყენებას გადახდის ორდერების (ჩეკები, ვექსელები) ან სხვა ფინანსური
დოკუმენტების შედგენაში, ან შესაბამის შემთხვევებში, უზრუნველყონ ასეთი დებულებების
განხორციელება;
ბ) მათი კონტროლის (სახელმწიფო სექტორის) ქვეშ მყოფ ეკონომიკურ და სოციალურ სექტორში
ორგანიზება გაუწიონ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ან უმცირესობათა
ენების გამოყენების წახალისებას;
გ) უზრუნველყონ, რომ სოციალური სფეროს ობიექტებს, ისეთებს როგორებიცაა საავადმყოფოები,
მოხუცებულთა სახლები, თავშესაფრები, შეეძლოთ რეგიონალურ ან უმცირესობის ენაზე მოლაპარაკე
იმ პირების მიღება და მათთან ურთიერთობა ამავე ენაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ მოვლა
ავადმყოფობის, ასაკის ან სხვა მიზეზების გამო;
დ) შესაბამისი საშუალებებით უზრუნველყონ, რომ უსაფრთხოების ინსტრუქციები შედგენილი იყოს
რეგიონალურ ან უმცირესობათა ენებზეც;
ე) უზრუნველყონ, რომ მომხმარებელთა უფლებებზე სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლების
ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს რეგიონალურ და უმცირესობათა
ენებზე.
მუხლი 14 - საზღვართშორისი გაცვლები
მხარეები ვალდებულებას იღებენ:
ა) გამოიყენონ არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები, რომლებიც მათ აკავშირებთ იმ
სახელმწიფოებთან, სადაც იგივე ენა გამოიყენება იდენტური ან მსგავსი ფორმით, ან აუცილებლობის
შემთხვევაში, ეცადონ დადონ ასეთი შეთანხმებები, იმგვარად, რომ წაახალისონ კონტაქტები ერთსა
და იმავე ენაზე მოლაპარაკეთა შორის შესაბამის სახელმწიფოებში კულტურის, განათლების,
ინფორმაციის, პროფესიული მომზადებისა და შეუწყვეტელი განათლების სფეროებში;
ბ) რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სასარგებლოდ ხელი შეუწყონ და/ან წაახალისონ
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, კერძოდ, ხელისუფლების რეგიონალურ ან ადგილობრივ
ორგანოებს შორის, რომელთა ტერიტორიებზეც ერთი და იგივე ენა გამოიყენება იდენტური ან
მსგავსი ფორმით.
ნაწილი IV
ქარტიის გამოყენება
მუხლი 15 - პერიოდული მოხსენებები
1. მხარეები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მინისტრთა კომიტეტის მიერ განსაზღვრული
ფორმით წარუდგენენ მოხსენებას ამ ქარტიის II ნაწილის შესაბამისად მათ მიერ გატარებული
პოლიტიკის და III ნაწილის მათ მიერ მიღებულ დებულებათა შესაბამისად განხორციელებული
ზომების შესახებ. პირველი მოხსენების წარდგენა მოხდება შესაბამისი მხარის მიმართ ამ ქარტიის
ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგი მოხსენებების წარდგენა მოხდება
სამწლიანი ინტერვალებით პირვ;ელი მოხსენების შემდეგ.
2. მხარეები გამოაქვეყნებენ თავიან მოხსენებებს.
მუხლი 16 - მოხსენებების განხილვა
1. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილი მოხსენებების
შემოწმება მოხდება მე-17 მუხლის შესაბამისად შექმნილი ექსპერტთა კომიტეტის მიერ.
2. ხელშემკვრელ სახელმწიფოში კანონიერად შექმნილ ორგანოებსა და ასოციაციებს შეუძლიათ
მიაპყრონ ექსპერტთა კომიტეტის ყურადღება იმ საკითხებზე, რომლებიც ეხებიან მხარის მიერ ამ
ქარტიის III ნაწილის შესაბამისად აღებულ ვალდებულებებს. შესაბამის მხარესთან
კონსულტაციების გამართვის შემდეგ, ექსპერტთა კომიტეტს შეუძლია მხედველობაში მიიღოს
ინფორმაცია ქვემო მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოხსენების მომზადებისას. ამ ორგანოებს ან
ასოციაციებს შეუძლიათ შემდგომშიც წარმოადგინონ განცხადებები მხარის მიერ II თავის
შესაბამისად გატარებული პოლიტიკის შესახებ.
3. 1-ლ პუნქტში განსაზღვრული მოხსენებებისა და მე-2 პუნქტში მოხსენიებული ინფორმაციის
საფუძველზე, ექსპერტთა კომიტეტი მოამზადებს მოხსენებას მინისტრთა კომიტეტისათვის
წარსადგენად.
4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოხსენება, კერძოდ, შეიცავს ექსპერტთა კომიტეტის
წინადადებებს მინისტრთა კომიტეტის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი ერთი ან მეტი
მხარის მიმართ სიტაუაციით მოთხოვნილი რეკომენდაციების მომზადების თაობაზე.
5. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ყოველ ორ წელიწადში გააკეთებს დეტალურ მოხსენებას
საპარლამენტო ასამბლეაზე ამ ქარტიის გამოყენების თაობაზე.
მუხლი 17 - ექსპერტთა კომიტეტი
1. ექსპერტთა კომიტეტი შედგება თითოეული მხარის თითო წარმომადგენლისაგან, რომლებსაც
ნიშნავს მინისტრთა კომიტეტი შესაბამისი მხარის მიერ წარდგენილი უმაღლესი მორალური
თვისებებისა და ქარტიით მოცულ საკითხებში აღიარებული კომპეტენციის მქონე პირთაგან შემდგარი
სიიდან.
2. კომიტეტის წევრები ინიშნებიან ექვსი წლის ვადით და შესაძლებელი იქნება მათი ხელახალი
დანიშვნა. წევრი, რომელიც ვერ შეძლებს სამსახურის ვადის გასრულებას, შეიცვლება 1-ლი
პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად და შემცვლელი წევრი იმსახურებს მის მიერ
შეცვლილი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
3. ექსპერტთა კომიტეტი მიიღებს თავის რეგლამენტს. მისი სამდივნოთი მომსახურება
უზრუნველყოფილი იქნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ.
ნაწილი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 18
ეს ქარტია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება
რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების
დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 19
1. ეს ქარტია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას
თარიღიდან, როდესაც ევროპის საბჭოს ხუთი წევრი სახელმწიფო მე-18 მუხლის დებულებების
შესაბამისად გამოთქვამს თავის თანხმობას იყოს ვალდებული ქარტიით.
2. ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოთქვამს თავის თანხმობას
იყოს ვალდებული მისით, ქარტია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს
სამთვიანი ვადის ამოწურვას სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების
თარიღიდან.
მუხლი 20
1. ამ ქარტიის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მიიწვიოს
ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფო მიუერთდეს ამ ქარტიას.
2. ნებისმიერი მიერთებული სახელმწიფოს მიმართ, ქარტია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს,
რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას მიერთების სიგელის ევროპის საბჭოს გენერალური
მდივნისათვის ჩაბარების თარიღიდან.
მუხლი 21
1. ნებისმიერ მხარეს, ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან მიერთების
სიგელის შესანახად ჩაბარებისას, შეუძლია გააკეთოს ერთი ან მეტი დათქმა ამ ქარტიის მე-7
მუხლის მე-2-დან მე-5-მდე პუნქტების მიმართ. დაუშვებელია სხვა დათქმების გაკეთება.
2. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა წინა პუნქტის შესაბამისად,
შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოითხოვოს იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის
სახელზე გაკეთებული შეტყობინების საშუალებით. უკან გამოთხოვა ძალაში შედის გენერალური
მდინის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან.
მუხლი 22
1. ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოახდინოს ამ ქარტიის დენონსაცია ევროპის საბჭოს
გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების საშუალებით.
2. ასეთი დენონსაცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ექვსთვიანი ვადის
ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან.
მუხლი 23
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და
ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მიუერთდება ამ ქარტიას:
ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
ბ) ნებისმიერი სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების
შესახებ;
გ) მე-19 და მე-20 მუხლების შესაბამისად ამ ქარტიის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის
შესახებ;
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გამოყენებისას მიღებული ნებისმიერი შეტყობინების
შესახებ;
ე) ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ, რომელიც ეხება ამ ქარტიას.
ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ იყვნენ რწმუნებულნი, ხელი
მოაწერეს წინამდებარე ქარტიას.
შესრულებულია სტრასბურგში 1992 წლის ნოემბრის მე-5 დღეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე,
ორივე ტექსტი არის თანაბრად აუთენტური შედგენილი თითო ეგზემპლარად, რომელიც ინახება
ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს
ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მიწვეულია
მიუერთ;დეს ამ ქარტიას.
მოვითხოვთ სვანურ ლაზურ და მეგრულ ენებს მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი