სვანური ლაზური მეგრული ენების გადარჩენის ფონდი ProCredit Bank code220101929 № 360801011700105 განათლების ცენტრი "კოლხიდა" სვანური ლაზური მეგრული ენები: განათლების ცენტრი "კოლხიდა"

k

Вставить в body

Постоянные читатели

Технологии Blogger.

































მოხსენებითი ბარათი
განათლების ცენტრი "კოლხიდა"-ს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ


განათლების ცენტრი `კოლხიდა~ მიზნად ისახავს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებების საკითხებზე მიღებული საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების პროპაგანდას და ამ პრინციპებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება.
როგორც მოგეხსენებათ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
აქედან გამომდინარე განათლების ცენტრი "კოლხიდა"-ს სახელმძღვანელოს წარმოადგენს
ევროპის ქარტია რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ:
ქარტია ითვალისწინებს, რომ ევროპის ისტორიული რეგიონალური და უმცირესობათა ენების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთი დროთა ვითარებაში შეიძლება გაქრეს, ხელს უწყობს ევროპის კულტურული ტრადიციებისა და კულტურის მონაპოვართა შენარჩუნებასა და განვითარებას. რაც ემყარება დემოკრატიის და კულტურათა მრავალფეროვნების პრინციპებს, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.
ზემოთ ხსენებული ქარტიის პრინციპების და იდეალების ცხოვრებაში განხორციელების საქმეში მხარდაჭერისათვის მივმართეთ წერილით № 2 19.09.2005წ. /დანართი №1 თან ერთვის/ფაქსით.
1. ევროსაბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში.
2. საფრანგეთის საელჩოს.
3. რუსეთის საელჩოს.
4. ამერიკის საელჩოს.
5. გერმანიის საელჩოს.
6. ფონდ "ჰორიზონტ".
7. ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"
განმეორებით 2005 წლის 22 სექტემბერს მივმართეთ 1) ევროსაბჭოს წარმომადგენლობას საქართველოში და 2) ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო".
აგრეთვე ჩვენს მიერ საზოგადოებაში გავრცელდა საინფორმაციო ფურცელი, /დანართი #2 თან ერთვის/ სადაც მოცემული იყო მოკლე განმარტება ევროპის ქარტიისა რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ.

2005 წლის 21 სექტემბერს ქ. ზუგდიდში აღინიშნა გაეროს მიერ დაწესებული მსოფლიო მშვიდობის დღე. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ იქნა ორგანიზებული საზეიმო კონცერტი, რომელზეც არ იქნა გათვალისწინებული რეგიონალურ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები. რაც გამოიხატა იმაში, რომ კონცერტის რეპერტუარში არ იქნა შეტანილი არც ერთი მეგრული სიმღერა.
ჩემს კითხვაზე ორგანიზატორისადმი (ნინო მამფორია), რა იყო ამის მიზეზი? მან მიპასუხა, რომ რა საჭირო იყო დღეს მეგრული სიმღერებიო.
მიგვაჩნია რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მივმართე ზემოთხსენებულ ორგანიზაციის დირექტორს ქ-ონ: ნინელი ჭითანავას, წერილით №3 26.09.2005წ. /დანართი №3 თან ერთვის/.
ორჯერ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ /მეორე წერილი №11 21.02.2006წ. დანართი №4 თან ერთვის/ მივმართე ზუგდიდის რ-ონული სასამართლოს მოსამართლეს ბ-ონ ჯეირან მორგოშიას /წერილი №14 01.03.2006წ. დანართი №5 თან ერთვის/.
მიუხედავად მოსამართლის მიმართვისა /წერილი №154 06.03.2006წ. დანართი №6 თან ერთვის/ ქალბატონმა ნინელი ჭითანავამ მაინც უარი განგვიცხადა წერილობითი ფორმით პასუხის გაცემაზე, რასაც თან სდევდა აშკარა აგრესიული განწყობა და მუქარა უშიშროებაში დარეკვით.
მოსამართლის მიმართვის იგნორირების თაობაზე ქ-ონ ნინელი ჭითანავას მხრიდან, იმავე დღეს მოვახსენეთ ბ-ონ ჯეირან მორგოშიას, რაზეც მან განაცხადა, რომ მეტი რეაგირების საშუალება მას არ ჰქონდა. შექმნილი მდგომარეობა მოვახსენეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახალხო დამცველის რწმუნებულს ბ-ონ ბაგრატ ქირიას. მათთან უშუალო საუბრისას მოსამართლემ აღნიშნა, რომ მას მეტი რეაგირების საშუალება არ გააჩნია.
მოსამართლესთან პოზიციაში გარკვევის შემდეგ, გადავწყვიტეთ კანონით გათვალისწინებულ ვადებში შეგვეტანა ადმინისტრაციული სარჩელი ქ. ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის ქ-ონ ჭითანავას მიმართ. თუმცა, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, დღის მეორე ნახევარში ქ-ონ ჭითანავამ შეცვალა პოზიცია და თანხმობა განაცხადა წერილობითი ფორმით პასუხის გაცემაზე /წერილი №160 07.03.2006წ. დანართი №7 თან ერთვის.

2006 წლის 12 იანვარს №6 წერილით /დანართი №8 თან ერთვის/ მივმართე ზუგდიდის მთავარ საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს, ქ-ონ ციალა ფარცვანიას, საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მეგრული, აგრეთვე ლაზური წიგნების რაოდენობის თაობაზე.
პასუხის თანახმად /წერილი №3 06.02.2006წ. დანართი №9 თან ერთვის/ ზუგდიდის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში დღეისათვის არ აღმოჩნდა როგორც მეგრული აგრეთვე ლაზური წიგნები.
2006 წლის 7 თებერვალს №7 წერილით /დანართი №10 თან ერთვის/ მივმართე ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახურის უფროსს ქ-ონ ლიკა ფარცვანიას თხოვნით, შეეძინათ საბიბლიოთეკო გაერთიანებისათვის მეგრულ ენოვანი წიგნები, რომლებიც გაყიდვაშია წიგნების მაღაზიაში /ქ. ზუგდიდი ზვ. გამსახურდიას გამ. №34/: მეგრულ-ქართულ ლექსიკონი. I ტ. და III ტ. 2ც-48 ლარი, ქართულ ხალხური მუსიკა 100 მეგრული სიმღერის მეგრულ-ინგლისური ტექსტით და ნოთებით-17 ლარი. ყილოშტყებამი /ვეფხისტყაოსანი მეგრულ ენაზე/-20ლარი. და სხვა წიგნები და ბროშურები საერთო ღირებულებით 120 ლარი.
ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახურის დაპირების მიუხედავად /წერილი №23 10.02.2006წ. დანართი №11 თან ერთვის/, საბიბლიოთეკო გაერთიანებისათვის მეგრულ ენოვანი წიგნები დღემდე არ შეუძენიათ.
იმის გათვალისწინებით, რომ მეგრული ენა არსებობს ზეპირსიტყვიერების ფორმით, მისი შენარჩუნება, განვითარება და გავრცელება შესაძლებელია სიმღერის და ლექსის სახით.
2006 წლის 20 თებერვალს №9 წერილით /Dდანართი №12 თან ერთვის / მივმართე ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახურს, თუ რა სამუშაოები ჩატარდა 2005 წლის განმავლობაში რეგიონალური, მეგრული ენის სიტყვიერი ან წერილობითი გამოყენების ხელშეწყობისათვის და წახალისებისათვის საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებაში.
პასუხის თანახმად /წერილი №68 02.03.2006წ. დანართი №13 თან ერთვის/, კულტურის სამსახურმა გვირჩია მიგვემართა ენის შემსწავლელი სამეცნიერო დაწესებულებისადმი.

2006 წლის 20 თებერვლის №8 წერილით /დანართი №14 თან ერთვის/ მივმართე ზუგდიდის განათლების რესურს ცენტრის უფროსს, ქ-ონ აზა ჯოჯუას, თუ რამდენად ითვალისწინებს განათლების რესურს ცენტრის საქმიანობა სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესებს, ქ-ონი ჯოჯუა აგრესიულად შეხვდა ჩემს მიმართვას და არა საკმარისი არგუმენტებით უარი განაცხადა არა თუ პასუხის გაცემაზე, არამედ წერილის რეგისტრაციაში გატარებაზეც, უფრო მეტიც დამემუქრა უშიშროებაში დარეკვით.
აღნიშნული კომფლიქტის შესახებ მივმართე წერილი №10 21.02.2006წ. /დანართი №15 თან ერთვის/.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახალხო დამცველის რწმუნებულს ბ-ნ ბაგრატ ქირიას.
მიუხედავად აგრესიისა, კანონით გათვალისწინებულ ვადებში ქ-ნ ჯოჯუამ გაგვცა პასუხი წერილი №54 27.02.2006წ. /დანართი №16 თან ერთვის/.
სადაც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი არ არის უფლებამოსილი განიხილოს მსგავსი სახის საკითხები.

2006 წლის 28 თებერვალს №8 წერილით /დანართი №17 თან ერთვის/. /განმეორებით 13.03.2006წ. წერილი №16 დანართი №18 თან ერთვის/ მივმართე რადიო `ათინათი~-ს FM 105.9, თუ რა გადაცემები მზადდება რადიოში რეგიონალურ მეგრულ ენაზე.
პასუხის თანახმად /წერილი №17 13.03.2006წ. დანართი №19 თან ერთვის/, დღეში სამჯერ რადიო ეთერი ეთმობა მეგრულ ლექსებს და სხვადასხვა დროის მეგრულ სიმღერებს.
სამი ლექსი დღის განმავლობაში და რამოდენიმე სიმღერა არ აღემატება საეთერო დროის 10 წუთს. რადიო სადგური მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში, ანუ 1440 წუთს აქედან მხოლოდ 10 წუთი ეთმობა მეგრულ ენოვან რუბრიკას.

2006 წლის 1 მარტის №15 წერილით /დანართი №20 თან ერთვის/, /განმეორებით 13.03.2006წ. წერილი №17 დანართი №21 თან ერთვის/, მივმართე შ.პ.ს. ტელე-რადიო კომპანია `ოდიში~-ს თუ რა გადაცემები მზადდება ტელე-რადიო კომპანიაში რეგიონალურ მეგრულ ენაზე. ჩვენი მიმართვა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ბ-ნ გოჩა მინჯორაიას სასაცილოდ და აბსურდულად მოეჩვენა და პასუხის გაცემაზე კატეგორიული უარი განგვიცხადა.

2006 წლის 30 მარტის №8 წერილით /დანართი №22 თან ერთვის/,
2006 წლის 17 აპრილის №20 წერილით /დანართ №23 თან ერთვის/,
2006 წლის 17 აპრილის №21 წერილით /დანართ №24 თან ერთვის/, მივმართე სხვადასხვა ინსტანციებს კერძოდ, ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახურს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ბ-ნ ზაზა გოროზიას თხოვნით, განეხილათ ჩვენს მიერ წარდგენილი /დანართი №25 თან ერთვის/ პროექტი `შესაძლებლობების განვითარების პროგრამა~, რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო ცენტრის შექმნას, სადაც იქნება თავმოყრილი ისტორიული მასალები კოლხიდის სამეფოს შესახებ, კოლხური ზეპირსიტყვიერებისა და ფოლკლორის ელექტრონული ვერსიის ანუ აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნას.
პასუხის თანახმად, შესაბამისად, ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახური, წერილი №202 05.06.2006წ. /დანართი №26 თან ერთვის/, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაცია, წერილი №67/79 30.05.2006წ. /დანართი №27 თან ერთვის/, სამეგრელო-ზემო სვანეთის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ბ-ნ ზაზა გოროზია წერილი №........ /დანართი №28 თან ერთვის/. მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარებისათვის სამეგრელოში მოქმედ სახელმწიფო დაწესებულებებს და მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა ფინანსური შესაძლებლობა.
მოხსენებიდან ნათლად ჩანს სახელმწიფოს აგრესიული, ეთნიკურად დისკრიმინაციული პოლიტიკა რეგიონალური მეგრული ენის ამოსაშლელედ საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრებიდან, რაც წარმოადგენს საბჭოთა იდეოლოგიის, ასიმილაციის პოლიტიკის გაგრძელებას.
სახელმწიფოს პასიური პოლიტიკა ვერ შეაჩერებს სხვა ქვეყნის აქტიურობას და სურვილს, მოახდინოს ეთნიკური ჯგუფების მართვა.
აფხაზეთის კომფლიქტი ნათლად გვიჩვენებს, რომ სახელმწიფომ თავის დროზე ვერ აიცილა ურთიერთ დაპირისპირება მარტივი მიზეზის გამო, არ გაითვალისწინა საწყის ეტაპზე ეთნიკური აფხაზების სამართლიანი ინტერესები, ვერ შეძლო მათი ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში. ამ შემთხვევაში და ყოველთვის, მსგავსი პოლიტიკა მარცხდება. პრობლემის არ დანახვა არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას.
დღეს სახელმწიფო იმყოფება ჩამოწალიბების და განვითარების საწყის ეტაპზე დაყოველი მიძინებული პრობლემები იწყებს გამოღვიძებას და თუ, არ მოხერხდა საწყის ეტაპზე მათი მართვა, კონფლიქტი სამეგრელოში გარდაუალია.
შეიძლება ვინმემ თქვას; ჯერ ადრეა სამეგრელოში კომფლიქტზე საუბარი, მე კი ვიტყოდი, ჯერ კიდევ გვიან არ არის!
მიგვაჩნია, რომ მეგრული ენის შენარჩუნებისათვის და განვითარებისათვის სახელმწიფომ უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯები.
საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი /მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილები/ საუბრობს მეგრულ ენაზე. ანუ არის ტერიტორია-სამეგრელოს რეგიონი, არის ხალხი, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული, მაგრამ მეგრულ ენას დღემდე არ გააჩნია სტატუსი, ანუ ლეგიტიმაციის არანაირი სამართლებრივი ფორმა. შესაბამისად, ამ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის ლეგიტიმურობა არის გაურკვეველი, აქედან გამომდინარე კი-თვით სახელმწიფოსიც.
ვინაიდან სახელმწიფო თავის მოქალაქეებს არ ასწავლის მეგრულ ენას, მაშინ სად, რომელ ქვეყანაში და როგორ სწავლობენ მეგრელები მეგრულად საუბარს და რა ჰქვია ამ ქვეყანას?
საზოგადოებრივ აზრს ბიბლიის მეგრულად თარგმნის შესახებ მოჰყვა საპატრიარქოს დაუფარავი აგრესია,-როგორ შეიძლება ბიბლიის მეგრულად თარგმნა, აღშფოთებას არ მალავდა საპატრიარქო.
სამეგრელოში კი პირიქით, ხალხი გაკვირვებული იყო რატომ არ შეიძლება ბიბლიის მეგრულად თარგმნაო?
დღემდე ეს კითხვები უპასუხოდ რჩება. კონფლიქტი უკვე დაიწყო!
მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების იგნორირება საფრთხეს უქმნის თვით სახელმწიფოს ლეგიტიმაციას.
ასე შესაძლებელია სამოქალაქო დაპირისპირების განვითარება და არა სახელმწიფოსი.
ევროპული ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებენ, რომ ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის პოლიტიკა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურს და უსაფრთხო სახელმწიფო განვითარების მოდელს.
ზემოთ აღნიშნული უაღრესად პრობლემატური საკითხების მოუგვარებლობიდან გამომდინარე გთხოვთ, `ევროპის ქარტია რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ~ იდეალებისა და პრინციპების განხორციელებაში დახმარებას.

პატივისცემით
იური ღვინჯილია
გამგეობის თავმჯდომარე


№2 19.09.2005წ. (დანართი 1)
განათლების ცენტრი `კოლხიდა~ მიზნად ისახავს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებების საკითხებზე მიღებული საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების პროპაგანდას და ამ პრინციპებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღებას.
როგორც მოგეხსენებათ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
სახელმწიფოში იგნორირებულია რეგიონალურ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები რაც საფრთხეს უქმნის მთელ გეოპოლიტიკურ დემიკრატიულ პროცესების განვითარებას.
ევროპის ქარტია რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ:
ითვალისწინებს, რომ ევროპის ისტორიული რეგიონალური და უმცირესობათა ენების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთი დროთა ვითარებაში შეიძლება გაქრეს, ხელს უწყობს ევროპის კულტურული ტრადიციებისა და კულტურის მონაპოვართა შენარჩუნებასა და განვითარებას.
მხედველობაში იღებს, რომ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სარგებლობის უფლება პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმოადგენს განუყოფელ უფლებას გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში მოცემული პრინციპების შესაბამისად, და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სულისკვეთების შესაბამისად.
გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას ზემოთ ხსენებული ქარტიის პრინციპების და იდეალების ცხოვრებაში განხორციელების საქმეში.
გთხოვთ გვაცნობოთ წერილობით თქვენი მოსაზრებები აღნიშნული პრობლემის გარშემო.


მარგალური ნინა სქანი (დანართი 2)
მოგეხსენებათ, რომ თანდათან აქტუალური ხდება თემა კანონის "რეგიონალური ენების შესახებ" (ჩვენს შემთხვევაში მეგრულის), რომლის მიღებაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებას ევროსაბჭოს წინაშე.
მოგაწოდებთ ამ კანონის ზოგად მიმოხილვას.

ევროპის ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ:
ითვალისწინებს, რომ ევროპის ისტორიული რეგიონალური და უმცირესობათა ენების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთი დროთა ვითარებაში შეიძლება გაქრეს, ხელს უწყობს ევროპის კულტურული ტრადიციებისა და კულტურის მონაპოვართა შენარჩუნებასა და განვითარებას,
მხედველობაში იღებს, რომ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სარგებლობის უფლება პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმოადგენს განუყოფელ უფლებას გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში მოცემული პრინციპების შესაბამისად, და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სულისკვეთების შესაბამისად.
ხაზს უსვამენ მრავალენოვნობისა და კულტურათა ურთიერთქმედების დიდ მნიშვნელობას, აგრეთვე ღებულობენ მხედველობაში, რომ რეგიონალური და უმცირესობათა ენების დაცვა განვითარება არ უნდა ხდებოდეს ოფიციალური ენების და მათი უცილობლად შესწავლის საზიანოდ.
გაგებით ეკიდებიან, რომ უმცირესობათა რეგიონალური ენების დაცვა განვითარება ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში მნიშვნელოვანი წვლილია ახალი ევროპის მშენებლობაში, რაც ემყარება დემოკრატიის და კულტურათა მრავალფეროვნების პრინციპებს, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ქარტიის ძირითადი პრინციპი და მიზანია ჩვენი (მეგრული) კულტურულ – ტრადიციების აღდგენა–განვითარება. მაგალითად ქარტიის მე-11 მუხლი ნათლად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სულ ცოტა ერთი რადიოსადგურისა და ერთი სატელევიზიო არხის შექმნა, რომლებიც გადაცემას აწყობს რეგიონალურ (მეგრულ) ენაზე. გარდა ამისა მე-14 მუხლის შესაბამისად მხარეები ვალდებულებას კისრულობენ პუნქტი "ბ", ხელი შეუწყონ ან წაახალისონ თანამშრომლობა რეგიონალური ენების ინტერესებში, ტრანსსასაზღვრო, კერძოდ, ადგილობრივ ან რეგიონალურ წარმონაქმნებს შორის, რომელთა ტერიტორიებზეც ერთნაირი ან მსგავსი ფორმით ერთსა და იმავე ენას იყენებენ (მაგალითად ლაზური ენა თურქეთში და მეგრული საქართველოში წარმოადგენს მსგავსი ფორმით სასაუბრო რეგიონალურ ენას).
"იცოდე კანონი და იქნები დაცული"



№3 26.09.2005წ. (დანართი 3)
ქ.ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის
დირექტორს ქ-ონ:ნინელი ჭითანავას


განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებების საკითხებზე მიღებული საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების პროპაგანდას და ამ პრინციპებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება.
როგორც მოგეხსენებათ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
2005 წლის 21 სექტემბერს ქ. ზუგდიდში აღინიშნა გაეროს მიერ დაწესებული მსოფლიო მშვიდობის დღე. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ იქნა ორგანიზებული საზეიმო კონცერტი, რომელზეც არ იქნა გათვალისწინებული რეგიონალურ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები. რაც გამოიხატა იმაში, რომ კონცერტის რეპერტუარში არ იქნა შეტანილი არც ერთი მეგრული სიმღერა.
ჩემს კითხვაზე ორგანიზატორისადმი (ნინო მამფორია), რა იყო ამის მიზეზი? მან მიპასუხა, რომ რა საჭირო იყო დღეს მეგრული სიმღერებიო.
მიგვაჩნია რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

ევროპის ქარტია რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ:
ითვალისწინებს, რომ ევროპის ისტორიული რეგიონალური და უმცირესობათა ენების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთი დროთა ვითარებაში შეიძლება გაქრეს, ხელს უწყობს ევროპის კულტურული ტრადიციებისა და კულტურის მონაპოვართა შენარჩუნებასა და განვითარებას.
მხედველობაში იღებს, რომ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სარგებლობის უფლება პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმოადგენს განუყოფელ უფლებას გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში მოცემული პრინციპების შესაბამისად, და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სულისკვეთების შესაბამისად.
მოქალაქეთა უფლებების რაიმე პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეზღუდვა ან, პირიქით პირდაპირი თუ არაპირდაპირი უპირატესობის დაწესება მათი რასობრივი და ეროვნული კუთვნილების მიხედვით, აგრეთვე რასობრივი ან ეროვნული განკერძოებულობის ან სიძულვილისა და ქედმაღლობის ყოველგვარი ქადაგება-ისჯება კანონით.
გთხოვთ, გვაცნობოთ წერილობით თქვენი რეაგირების შესახებ ზემოთხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით.

№ 11 21.02.2006წ. (დანართი 4)
.ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასხლის
დირექტორს ქ-ონ:ნინელი ჭითანავას


მოგახსენებთ, რომ თქვენდამი რწმუნებული ორგანიზაციის მიერ 2005წ.21 სექტემბერს ჩატარებული კონცერტის რეპერტუარში არ იყო შეტანილი მეგრული სიმღერები,რაზეც ასოციაცია განათლების ცენტრი "კოლხიდა" მოგმართათ წერილობითი სახის შენიშვნით /წერილი №3 21.09.2005წ/.
გთხოვთ,აღნიშნულ ფაქთზე რეაგირების შესახებ გვაცნობოთ წერილობით.

№14 01.03.2006წ. (დანართი 5)
ზუგდიდის რ-ონული სასამართლოს თავჯდომარეს
ბ-ონ: ჯეირან მორგოშიას

მოგახსენებთ, რომ ასოციაცია განათლების ცენტრმა "კოლხიდა" ორჯერ მიმართა წერილით #3 26.09.2005წ. წერილი #11 21.02.2006წ. /ასლი განცხადებას თან ერთვის/ მოთხოვნით საფუძველზე ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს ქ-ონ: ნინელი ჭითანავას
2005 წლის 21 სექტემბერს ქ. ზუგდიდში აღინიშნა გაეროს მიერ დაწესებული მსოფლიო მშვიდობის დღე. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ იქნა ორგანიზებული საზეიმო კონცერტი, რომელზეც არ იქნა გათვალისწინებული რეგიონალურ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები. რაც გამოიხატა იმაში, რომ კონცერტის რეპერტუარში არ იქნა შეტანილი არც ერთი მეგრული სიმღერა.
ჩემს კითხვაზე ორგანიზატორისადმი (ნინო მამფორია), რა იყო ამის მიზეზი? მან მიპასუხა, რომ რა საჭირო იყო დღეს მეგრული სიმღერებიო.
მიგვაჩნია რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მივმართე ზემოთხსენებულ ორგანიზაციის დირექტორს ქ-ონ: ნინელი ჭითანავას, რომელმაც უარი განაცხადა წერილობითი ფორმით პასუხის გაცემაზე
და ამისათვის მოითხოვა ნებართვა ქ. ზუგდიდის განათლების რესურს-ცენტრიდან.
გთხოვთ, განუმარტოთ ქ-ონ ნინელი ჭითანავას რომ ჩვენი მოთხოვნა არის კანონიერი და გაგვცეს წერილობითი ფორმით შესაბამისი პასუხი ზემოთ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით.

№154 06.03.2006წ. (დანართი 6)
ქ.ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის
დირექტორს ქ-ონ:ნინელი ჭითანავას

ასოციაცია განათლების ცენტრი “კოლხიდა”-ს
თავმჯგომარეს ბ-ონ:იური ღვინჯილიას


ზუგდიდის რაიონული სასამართლოში ასოციაცია განათლების ცენტრი “კოლხიდა”-ს თავმჯდომარე ი.ღვინჯილიას მომართვა,რომელშიც იგი აღნიშნავს,რომ თქვენგან ორჯერ მომართვით ითხოვდა წერილობით პასუხს იმის თაობაზე თუ რატომ არ იყო შეტანილი 2005წლის 21 სექტემბერს ქ.ზუგდიდში გაეროს მიერ დაწესებულ მსოფლიო მშვიდობის დღესთან დაკავშირებით მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო კონცერტში შეტანილი მეგრული სიმღერები და წერილობითი პასუხი თქვენს მიერ გაცემული არ ყოფილა.
გთხოვთ გასცეთ წერილობითი პასუხი ასოციაცია განათლების ცენტრი “კოლხიდა”-ს თავმჯდომარეს ბატონ ი.ღვინჯილიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: ჯ.მორგოშია

№160 07.03.2006წ. (დანართი 7)
განათლების ცენტრ “კოლხიდას”
თავმჯდომარეს: იური ღვინჯილიას


ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექცია გაცნობებთ,რომ განხილურ იქნა თქვენი გამოხმაურება ზუგდიდის გაეროს წარმომადგენლების და სასახლის მიერ 2005წლის 21 სექტემბრის მშვიდობის დრისადმი მიძღვნილ ერთობრივ ღონისძიებასთან დაკავშირებით.წერილში გამოთწმული თქვენი მოსაზრება მიუთითებს იმაზე,რომ არ იცნობთ სასახლის სამუშაო პროგრამას და ღია სიფრცეში ჩასატარებელი კონცერტების სპეციფიკას.
სასახლის სახელოვნებო ჯგუფებსა და წრეებში უხვად არის მეგრული ფოლკლორის უძველესი და უნიკალური ნიმუშები,რომელთა გაჟღერებას და პოპულარიზაციას სასახლე წლობით უწყობს ხელს.გარდა ამისა კონცერტის თემატიკის შესაბამისი სიმღერები და პროგრამა სახელდახელოდ იქნა შედგენილი,ხოლო თავად წრეები 21 სექტემბრისათვის არ მუშაობდა სრული დატვირთვით,რის გამოც შემოთავაზებულ უმოკლეს დროში ვერ მოხერხდა აღსაზრდელთა დაუწყება ამას თან დაერთო ფოლკლორულ გუნდ “მახარიას” პედაგოგის მძიმე ავადმყოფობა.
რაც შეეხება თანამედროვე მეგრულ სიმღერებს,მათი,მდარი ხარისხი მიუღებელია ჩვენი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
თუ თქვენ გაგაჩნიათ თანამედროვე მეგრული სიმღერები(ნოტებით) და ლექსები მოგვაწოდეთ ავტორებისა და ავტორმთქმელების მითითებით.
ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის
სასახლის დირექტორი: ნ.ჭითანავა

№6 12.01.2006წ (დანართი 8)
ქ.ზუგდიდის საბიბლიოთეკო გაერთიანების
დირექტორს ქ-ონ: ციალა ფაცაცია

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
გთხოვთ წერილობითი ფორმით შეგვატყობინოთ საბიბლიოთეკო გაერთიანებაში არსებული მეგრული, აგრეთვე ლაზური წიგნების სია.

№3 06.02.2006წ. (დანართი 9)
განათლების ცენტრ “კოლხიდას” თავმჯდომარეს
ბ-ონ: იური ღვინჯილიას

ზუგდიდის საბიბლიოთეკო სისტემაში დღეისათვის არ არის მეგრული წიგნები (ასევე ლაზური).ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 375 ათასი წიგნია,39 ბიბლიოთეკა-ფილიალი.
ზუგდიდის საბიბლიოთეკო გაერთიანების
დირექტორს: ც.ფაცაცია


№7 07.022006წ. (დანართი 10)
ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახურის
უფროსს ქ-ნ: ლიკა ფაცაციას

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
დღეის მონაცემებით ზუგდიდის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში არ აღმოჩნდა არც ერთი მეგრულ ენოვანი წიგნი. მიგვაჩნია რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
გთხოვთ შეიძინოთ საბიბლიოთეკო გაერთიანებისათვის მეგრულ ენოვანი წიგნები.

№23 10.02.2008წ. (დანართი 11)
განათლების ცენტრ “კოლხიდას”
თავმჯდომარეს ბ-ნ: იური ღვინჯილიას

თქვენი 2006 წლის 7 იანვრის №7 წერილის პასუხად გაცნობებთ,რომ ჩვენი სამსახური გაითვალისწინებს თქვენს წინადადებებს და ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის შევსების დროს შეიძენს თქვენს მიერ მითითებულ წიგნებს.
პატივისცემით:
ზუგდიდის რაიონის კულტურის სამსახურის
უფროსი: ლ.ფარცვანია

№ 9 20.02.2006წ. (დანართი 12)
ზუგდიდის რ-ნის კულტურის სამსახურის
უფროს ქ-ნ: ლიკა ფარცვანიას

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
გთხოვთ წერილობითი ფორმით შეგვატყობინოთ რა სამუშაოები ჩატარდა 2005 წლის განმავლობაში რეგიონალური ენის სიტყვიერი ან წერილობითი გამოყენების ხელშეწყობისათვის და წახალისებისათვის საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებაში.

№68 02.03.2006წ. (დანართი 13)
განათლების ცენტრ “კოლხიდას”
თავმჯდომარეს ბ-ნ: იური ღვინჯილიას

ბატონო იური.
თქვენი 2005წლის 10 თებერვლის №9 განცხადების პასუხად გაცნობებთ,რომ ვინაიდან თქვენი ასოცოაცია მიზნად ისახავს მეგრული ენის შესწავლასა და დამკვიდრებას,ჩვენი სამსახური კი კოორდინაციას უწევს მხოლოდ სპორტულ,ახალგაზრდულ და კულტურულ ღონისძიებებს,ვთვლით რომ მოცემული განცხადება ჩვენი მისამართით არ უნდა ყოფილიყო,რადგან არსებობენ ენის ჭემსწავლელი სამეცნიერო დაწესებულებები ,რომლებიც კომპეტენტური არიან ამ საკითხში და ამომწურავ პასუხს მოგაწვდიან თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
პატივისცემით:
ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახურის
უფროსი ქ-ნ: ლიკა ფარცვანია

№8 20.02.2006წ (დანართი 14)
ზუგდიდის რ-ონის განათლების რესურს-ცენტრის
უფროსს ქ-ნ: აზა ჯოჯუას

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
გთხოვთ წერილობითი ფორმით შეგვატყობინოთ რამდენად ითვალისწინებს განათლების განყოფილების საქმიანობა მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესებს.

№ 10 21.02.2006წ (დანართი 15)
სახალხო დამცველის რწმუნებულს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგ-ში
ბ-ნ: ბაგრატ ქირიას

მოგახსენებთ, რომ 2006წ. 20 თებერვალს წერილით #8 /წერილის ასლი თან ერთვის/ მივმართე ზუგდიდის რესურს ცენტრის უფროსს, ქ-ონ: აზა ჯოჯუას თუ რამდენად ითვალისწინებს ზუგდიდის რესურს ცენტრის საქმიანობა რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესებს.
ქალბატონმა ჯოჯუამ არასაკმარისი არგუმენტებით უარი განაცხადა არა თუ პასუხის გაცემაზე, არამედ წერილის რეგისტრაციაში გატარებაზეც. უფრო მეტიც, დამემუქრა უშიშროებაში დარეკვით.

№54 27.02.2006წ. (დანართი 16 )
ზუგდიდის განათლების ცენტრ “კოლხიდას”
თავმჯდომარეს ბ-ნ: ი.ღვინჯილიას

ბატონო იური.
გაცნობებთ,რომ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი არ არის უფლებამოსილი განიხილიოს მსგავსი სახის საკითხები.
პატივისცემით:
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: ა.ჯოჯუა


№12 28.02.2006წ. (დანართი 17)
ასოციაცია "ათინათის" გამგეობის
თავმჯდომარეს ბ-ნ: გია ხასიას

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
გთხოვთ წერილობითი ფორმით შეგვატყობინოთ რა გადაცემები მზადდება თქვენს რადიოში ათინათი FM-105.9 რეგიონალურ მეგრულ ენაზე, და საეთერო დროის მოცულობა.

№ 16 13.03.2006წ. (დანართი 18)
ასოციაცია ათინათის გამგეობის
თავმჯდომარეს ბ-ნ; გია ხასიას

მოგახსენებთ, რომ განათლების ცენტრი "კოლხიდა"-მ მოგმართათ წერილით #12 28.02.2006წ. თუ რა გადაცემები მზადდება თქვენს, რადიო `ათინათ~-ში FM-105.9 რეგიონალურ მეგრულ ენაზე, აგრეთვე საეთერო დროის მოცულობაზე.
გთხოვთ, წერილობითი ფორმით გაგვცეთ პასუხი ზემოთ აღნიშნულ წერილზე.

№17 13.03.2006წ. (დანართი 19)
განათლების ცენტრი “კოლხიდაა”
თავმჯდომარეს ბ-ნ: ი.ღვინჯილიას

ბატონო იური.
თქვენი წერილის (№16. 13.03.2006წ)პასუხად გაცნობებთ, რომ რადიო “ათინათის” (FM.105.9) ეთერით გადის 15 საინფორმაციო გასართობი გადაცემა.მათ შორის,დღეში სამჯერ (9:45, 13:15, 19:05) რადიო ეთერი ეთმობა მეგრული ფოლკლორის ნიმუშებს:ლექსი,იგავ-არაკი,ზღაპრები და სხვადასხვა დროის მეგრული სიმღერები.რადიო “ათინათი” მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში.
პატივისცემით:
გია ხასია
გამგეობის თავმჯდომარე


№ 15 01.03.2006წ. (დანართი 20)
შ.პ.ს. ტელე-რადიო კომპანია “ოდიში”-ს
Gგენერალურ დირექტორს ბ-ნ: გოჩა მინჟორაიას

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
გთხოვთ წერილობითი ფორმით შეგვატყობინოთ რა გადაცემები მზადდება ტელე-რადიო კომპანიაში რეგიონალურ მეგრულ ენაზე, და საეთერო დროის მოცულობა.


№ 17 13.03.2006წ. (დანართი 21)
შ.პ.ს. ტელე-რადიო კომპანია “ოდიში”-ს
გენერალურ დირექტორს ბ-ნ: გოჩა მინჯორაიას

მოგახსენებთ, რომ განათლების ცენტრი "კოლხიდა"-მ მოგმართათ წერილით #15 01.03.2006წ. თუ რა გადაცემები მზადდება ტელე-რადიო კომპანიაში რეგიონალურ მეგრულ ენაზე, აგრეთვე საეთერო დროის მოცულობაზე.
გთხოვთ, წერილობითი ფორმით გაგვცეთ პასუხი ზემოთ აღნიშნულ წერილზე.

№ 22 15.05.2006წ. (დანართი 22)
ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახურის
უფროსს ქ-ნ: ლიკა ფარცვანიას

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
გთხოვთ, განიხილოთ ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი "შესაძლებლობების განვითარების პროგრამა" რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო ცენტრის შექმნას, სადაც იქნება თავმოყრილი ისტორიული მასალები; კოლხეთის სამეფოს შესახებ.
კოლხური ზეპირსიტყვიერებისა და ფოლკლორის ელექტრონული ვერსიის ანუ აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნას.
გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ პროექტის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

№ 20 17.04.2006წ. (დანართი 23)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
ქ.ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს
ბ-ნ: ვახტანგ ცხადაიას

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
გთხოვთ, განიხილოთ ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი "შესაძლებლობების განვითარების პროგრამა" რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო ცენტრის შექმნას, სადაც იქნება თავმოყრილი ისტორიული მასალები; კოლხეთის სამეფოს შესახებ.
კოლხური ზეპირსიტყვიერებისა და ფოლკლორის ელექტრონული ვერსიის ანუ აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნას.
გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ პროექტის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

№ 21 17.04.2006წ. (დანართი 24)
სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს
პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს
ბ-ნ: ზაზა გოროზიას

მოგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს შესწავლას, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები.
გთხოვთ, განიხილოთ ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი "შესაძლებლობების განვითარების პროგრამა" რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო ცენტრის შექმნას, სადაც იქნება თავმოყრილი ისტორიული მასალები; კოლხეთის სამეფოს შესახებ.
კოლხური ზეპირსიტყვიერებისა და ფოლკლორის ელექტრონული ვერსიის ანუ აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნას.
გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ პროექტის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.



(დანართი 25)
ორგანიზაციის დასახელება: ასოციაცია განათლების ცენტრი "კოლხიდა"
მისამართი: პროექტი განხორციელდება ქ. ზუგდიდი. რუსთაველის ქ.#95
შ. პ. ს. ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების სახლი.


პროექტის სახელწოდება
შესაძლებლობების განვითარების პროგრამა
"პროკრედიტ ბანკი" ქუთაისის ფილიალის ზუგდიდის განყოფილება სალარე ანგარიში: 360801011700105
პროექტის კოორდინატორი: იური ღვინჯილია
პროექტი გასტანს 12 თვეს

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ.

ასოციაცია განათლების ცენტრი "კოლხიდა" მიზნად ისახავს კოლხიდას სამეფოს შესახებ ისტორიული მასალების მოძიებას და ამ ინფორმაციის გავრცელებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
უძველესი კოლხური ცივილიზაციის ზეპირსიტყვიერება დღემდე შემორჩა მეგრული ენის სახით. სამეგრელოს ფოლკლორისა და მეტყველების, მისი წარსულის, და აწმყოს კვლევა ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.
გ. ც. `კოლხიდა~ აგრეთვე მიზნად ისახავს გაეროს მიერ ადამიანის უფლებების საკითხებზე მიღებული საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების პროპაგანდას.
აქედან გამომდინარე გ. ც. “კოლხიდა”-ს სახელმძღვანელოს წარმოადგენს
ევროპის ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ: რომელსაც ხელს აწერს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები (მათ შორის საქართველო) ევროპის ქარტია რეგიონალური ენების შესახებ ითვალისწინებს: რომ რეგიონალური ენების დაცვა, რომელთაგან ზოგიერთი დროთა ვითარებაში შეიძლება გაქრეს, ხელს უწყობს ევროპის კულტურული ტრადიციებისა და კულტურის მონაპოვართა შენარჩუნებასა და განვითარებას. რაც ემყარება დემოკრატიის და კულტურათა მრავალფეროვნების პრინციპებს, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.

პროექტის აღწერა
ჩვენს მიერ სტუდენტ-ახალგაზრდობაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა გვიჩვენა, რომ ისინი არ არიან ინფორმირებული კოლხეთის სამეფოს ისტორიაზე, ასევე სამეგრელოს სამთავროსა და საფრანგეთის სახელმწიფოს, კერძოდ: დადიანებისა და მიურატების ურთიერთობის შესახებ.
დღეისათვის არ არსებობს მეგრული შემოქმედებითი პროდუქციის განვითარების შესაბამისი ბაზა, არ იქმნება მეგრულენოვანი აუდიო-ვიდეო პროდუქცია. იმის გათვალისწინებით, რომ მეგრული ენა არსებობს ზეპირსიტყვიერების ფორმით, მისი შენარჩუნება შესაძლებელია, მეგრული სიმღერისა და ლექსების შექმნა-განვითარებით, ხოლო მათი გავრცელება და პოპულარიზაცია კი თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით, ანუ აუდიო-ვიდეო პროდუქციით.
პროექტი მიზნად არ ისახავს მაღალანაზღაურებადი სპეციალისტების მოწვევასა და კონკურენტუნარიანი კომერციული მასალის მომზადებას, არამედ შიდა რესურსის ანუ მოხალისეთა ინიციატივების ხელშეწყობასა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარების პირობების შექმნას.

პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ისტორიული
კულტურული
საინფორმაციო

ისტორიული მიმართულება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. კოლხიდის სამეფოს შესახებ ისტორიული მასალების მოძიება;
2. სამეგრელოს სამთავროსა და საფრანგეთის სახელმწიფის, კერძოდ დადიანებისა და მიურატების ურთიერთობის ისტორიული მასალების მოძიება.
3. საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

პროექტი მიზნად არ ისახავს ისტორიის კვლევას არამედ ზოგადად არსებული საგანმანათლებლო სისტემის მიერ სახელმძღვანელოდ დამტკიცებული ისტორიული მასალების ოპტიმიზაციას.
ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები გაერთიანდებიან მოხალისეთა ჯგუფში, რომლებიც შეასრულებენ ზემოთხსენებულ სამუშაოს.
დასრულებული სახის ისტორიული მასალა იქნება მიწოდებული განათლებით ისტორიკოსებისათვის და მათი დასკვნის შემდეგ ინფორმაცია ჩაითვლება სამოქმედოდ.
მეორე ჯგუფში გაერთიანდება უცხოენების ფაკულტეტის სტუდენტები რომლებიც გადათარგმნიან მოპოვებულ ინფორმაციას ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, დამუშავებული ინფორმაცია მიწოდებული იქნება უცხოენის სპეციალისტებისათვის და მათი დასკვნის შემდეგ ინფორმაცია ჩაითვლება სამოქმედოდ.

საინფორმაციო მიმართულება
1. ვებ გვერდის შექმნა და მასში ისტორიული ინფორმაციის განთავსება.
2. საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის განთავსება.
3. საინფორმაციო სარეკლამო საქმიანობის ორგანიზება, რომელსაც წარმართავს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთა, მოხალისეთა ჯგუფი რომლის საქმიანობა წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში და დამუშავებული ინფორმაცია ჩვენს მიერ მიეწოდება უცხო ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ტურისტულ სააგენტოებს, ინტერნეტ ფორუმებს და ა.შ.
4. ცალკე გამოყოფილ იქნება საფრანგეთის მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთის საზოგადოების ინფორმირებას სამეგრელოს სამთავროს და საფრანგეთის სახელმწიფოს, კერძოდ დადიანებისა და მიურატების ურთიერთობის შესახებ.
5. დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის პროექტების მიწოდება.

კულტურული მიმართულება
კულტურული მიმართულება იქნება წარდგენილი ხმის ჩამწერი სტუდიით და მიზნად ისახავს კოლხური ფოლკლორის ჩაწერას, სიმღერისა და ლექსების სახით თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით. მუსიკალური აუდიო პროდუქცია მიწოდებული იქნება ქალაქის აუდიო-ვიდეო პროდუქციის მაღაზიებში, აგრეთვე რადიო სადგურებში.
რაც მიზნად ისახავს კოლხური ზეპირსიტყვიერების შენარჩუნებას, განვითარებასა და გავრცელებას საზოგადოებაში.
ლაზურ-მეგრული პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე სტილში შესრულებით ლაზურ-მეგრული კულტურის პროპაგანდა მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენის სახით.

მოსალოდნელი შედეგები
1. საინფორმაციო ცენტრის შექმნა, სადაც იქნება თავმოყრილი ისტორიული მასალები კოლხიდის სამეფოს შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებას, აგრეთვე ამ ინფორმაციის გავრცელებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
2. კოლხური ზეპირსიტყვიერებისა და ფოლკლორის ელექტრონული ვერსიის ანუ აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მის შენარჩუნებას, განვითარებასა და გავრცელებას.
3. ლაზურ-მეგრული თანამედროვე, ახალგაზრდული მუსიკალური მიმართულების ჩამოყალიბება რაც ხელს შეუწყობს ლაზურ-მეგრული კულტურის პოპულარიზაციას.
4. მოხალისეთა ინიციატივების ხელშეწყობა, აგრეთვე ინტერნეტ ქსელში და უცხოურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოცდილების მიღება.

სამუშაო გეგმა
პროექტზე მუშაობა გასტანს 12 თვეს: იგი დაყოფილია სამ ეტაპად

I ეტაპი (მოიცავს I თვეს).
I კვირა: 1. ტექნიკური აღჭურვილობის და დამხმარე საშუალებების შეძენა.
2. მოხალისეთა ჯგუფების ორგანიზება.
II-IV კვირა: 3. ინფორმაციის მოპოვება.

II ეტაპი (მოიცავს II თვეს)
I-IVკვირა: 1. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და საინფორმაციო ბაზის შექმნა.

III ეტაპი: (მოიცავს III-XII თვეს)
1. დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კონთაქტების დამყარება და მათთვის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება.
ყოველი ეტაპის შემდეგ პროექტის კოორდინატორი მიაწვდის დონორ ორგანიზაციას ინფორმაციას ამ ეტაპის განხორციელების შესახებ. ხოლო პროექტის დამთავრების შემდეგ კი წარუდგენს ფინალურ ანგარიშს.

პროექტის ცხოვრებისუნარიანობას უზრუნველყოფს ხმის ჩამწერი სტუდიის კომერციული საქმიანობა.

პროექტის ბიუჯეტი

ტექნიკური აღჭურვილობა ერთეულის ფასი რაოდენობა ჯამი
ინტელ სელერონP-IV 478
860 (ლარებში)
1 860 (ლარებში)

ტელეფონი
შ.პ.ს. "ივერია ქსელი" 100 (ლარებში) 1 100 (ლარებში)
მუსიკალური პროგრამა
Sonar-5
50 (ლარებში)
1 50 (ლარებში)
მუსიკალური პროგრამა
Soung For G-7,0 50 (ლარებში) 1 50 (ლარებში)
სულ 1060
(ლარებში)
არაპირდაპირი ხარჯები 20% 212 (ლარებში)
სულ 1272
(ლარებში)



№202 05.06.2006წ. (დანართი 26)
განათლების ცენტრ “კოლხიდას”
თავმჯდომარეს ბ-ნ: ი.ღვინჯილიას

ბატონო იური.
თქვენი 2005წლის 15 მაისის №92 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ პროექტების შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი და არ დააფინანსა ხარჯების არამიზნობრიობის გამო.
პატივისცემით:
ზუგდიდის რ-ონის კულტურის სამსახურის
უფროსი: ლ.ფარცვანია

№67/79 30.05.2006წ. (დანართი 27)
ზუგდიდის განათლების ცენტრ “კოლხიდას”
თავმჯდომარეს ბ-ნ: ი.ღვინჯილიას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია თქვენი №20 17.04.2006წ. წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ორგანიზაციას აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად არ გააჩნია საჭირო თანხები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარე: ვ.ცხადაია


განათლების ცენტრის “კოლხიდას”გამგეობის (დანართი 28)
თავმჯდომარეს ბ-ნ: ი.ღვინჯილიას

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სახელზე შემოსული კორესპონდენცია №09/246 17.04.2006წელი
განვიხილეთ თქვენი პროექტი “შესაძლებლობების განვითარების პროგრამა”.მოგახსენებთ,რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარეში მოკლებულია შესაძლებლობას დააფინანსოს აღნიშნული პროექტი.
გისურვებთ წარმატებას.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განათლების,კულტურის,სპორტისა და ტურიზმის სამსახურის
უფროსი: მაია კალანდია
მოვითხოვთ სვანურ ლაზურ და მეგრულ ენებს მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი